არსენ ვენგერი პსჟ-ის სპორტულ დირექტორად შეიძლება დაინიშნოს #1TVSPORT
ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორის პოსტი დაიკავოს, – ამის შესახებ დაწერა Footmercato-მ.
ასე რომ, თავის პოსტს დატოვებს ლეონარდო. წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა 52 წლის ბრაზილიელის მუშაობით. გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას გააჩნია მონაცემები, რითაც შეიძლება დაიწყონ გამოძიება ლეონარდოსთან მიმართებაში.
დღეისთვის 72 წლის ვენგერი ფიფა-ში გლობალური განვითარების განყოფილების დირექტორად მუშაობს.