არსენ ვენგერი მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების წინადადებით გამოვიდა #1TVSPORT
არსენ ვენგერი მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების წინადადებით გამოვიდა #1TVSPORT

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, რომელიც ამჟამად ფიფა-ში გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელია, ეროვნულ ნაკრებთა კალენდარში სერიოზული ცვლილებების წინადადებით გამოდის. ფრანგის სურვილია ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართოს. ამასთან, შემცირდეს შესარჩევი მატჩების რაოდენობა.

„ნაკრებები შეიკრიბებიან ოქტომბერში, ითამაშებენ შვიდ-შვიდ შესარჩევ მატჩს, შემდეგ იქნება ფინალური ტურნირი ივნისში. გვინდა შევამციროთ თამაშების რაოდენობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ვიძლევით დასვენების გარანტიას ყოველი ტურნირის შემდეგ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში, 2027 წელს – ევროპის ჩემპიონატი და სხვა კონტინენტური ტურნირები, 2028 წელს – კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი და ა.შ.

2024 წლამდე ყველაფერი ძველებურად დარჩება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იყოს ცვლილებები.

პლეიოფის უფრო მეტი მატჩი, ნაკლები შესარჩევი თამაში. ეს ის არის, რაც გულშემატკივრებს სურთ“, – განაცხადა ვენგერმა.