„არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი სამწვრთნელო კარიერას განაახლებს, ოღონდ მხოლოდ ერთი მატჩისთვის. ფრანგი სპეციალისტი სათავეში ჩაუდგება საუდის არაბეთის ორი კლუბის – „ალ-ნასრისა“ და „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს, რომელიც 2022 წლის იანვარში Riyadh Season Cup-ის ამხანაგურ ტურნირზე „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება, – იტყობინება Al Arabiya.
დღეისთვის, 71 წლის ვენგერი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში გლობალური განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს.
ვენგერმა „არსენალში“ 23 წელი მუშაობის შემდეგ, 2018 წელს დაასრულა სამწვრთნელო კარიერა.