არსებული ინფორმაციით, თბილისში აფეთქებისას სამი ადამიანი დაშავდა
არსებული ინფორმაციით, თბილისში აფეთქებისას სამი ადამიანი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, თბილისში აფეთქებისას სამი ადამიანი დაშავდა.

თბილისში, ქუთათელაძისა და ლაღიძის ქუჩის კუთხეში ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც კლინიკებში არიან გადაყვანილი.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.