თბილისში აფეთქება მოხდა
თბილისში აფეთქება მოხდა

თბილისში, ქუთათელაძისა და ლაღიძის ქუჩის კუთხეში აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.