არსებული ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში ნარკორეალიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

13:11, 09.03.2021

არსებული ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში ნარკორეალიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ადგილობრივებმა განუცხადეს, სპეცოპერაცია დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსში, საკუთარი ბინიდან აიყვანეს და საგამოძიებო უწყებაში გადაიყვანეს.

სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ჩაატარა. სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.

მსგავსი