ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები ღონისძიებას ნარკორეალიზატორის დაკავების მიზნით ატარებენ.

ადგილზე მობილიზებული არიან კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.