არლეს ალენია „ბარსელონადან“ „ბეტისში“ გადავიდა
არლეს ალენია „ბარსელონადან“ „ბეტისში“ გადავიდა

„ბეტისმა“  „ბარსელონადან“ ნახევარმცველის კარლეს ალენიას ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 21 წლის ფეხბურთელი იჯარით სეზონის ბოლომდე სევილიურ კლუბში ითამაშებს.

ადრე ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ „ბეტისს“ არ ექნება წლის ბოლოს ალენიას გამოსყიდვის უფლება.

ალენია „ბარსელონას“ აღზრდილია. სულ კატალონიელთა პირველ გუნდში მას 39 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ბეტისი“ პრიმერას 18 ტურის შემდეგ, გათამაშების ცხრილში მე-13 ადგილზეა.