არიგო საკიმ საყვარელი მწვრთნელები დაასახელა

14:20, 13.09.2019

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ საყვარელი მწვრთნელები დაასახელა. მისი აზრით, გვარდიოლას, კლოპსა და პოჩეტინოს უყვართ სიახლეები, როგორც მას.

„გვარდიოლა, კლოპი და პოჩეტინო ჩემი ფავორიტები არიან“, – ციტირებს „დეილი მეილი“ საკის. – „მათ ყველას ერთნაირი ფილოსოფია აქვთ. მათი ფეხბურთი ჩემსას ძალიან ჰგავს. ჩემს მილანურ გუნდს ბევრი სიახლე შემოჰქონდა, როგორც კლოპის და გვარდიოლას კლუბებს. ისინი ფიქრობენ ისე, როგორ მე. ინგლისში ბრწყინვალე ჩემპიონატია, რომელსაც ოქროს ხანა უდგას“.

მსგავსი