არიენ რობენმა „ბაიერნის“ ბაზაზე ივარჯიშა
არიენ რობენმა „ბაიერნის“ ბაზაზე ივარჯიშა

„ბაიერნის“ ყოფილმა თავდამსხმელმა არიენ რობენმა მიუნხენური კლუბის ბაზაზე ივარჯიშა, – ამ ინფორმაციას „რეკორდმაისტერის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელი ფიზმომაზდების მწვრთნელ ჰოლგერ ბროიხის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა.

შეგახსენებთ, რომ რობენმა პროფესიული კარიერა 2019 წლის ზაფხულში დაასრულა. მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიცაა „გრონინგენი“, „პსვ“, „ჩელსი“, „რეალ მადრიდი“ და „ბაიერნი“.

მიუნნხენელები წელს მორიგ ჩემპიონობასთან ძალიანა ახლოს არიან. სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, ისინი პირველ ადგილზე იმყოფებიან და შვიდი ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს, დორტმუნდის „ბორუსიას“.