არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა შესაძლოა, ბელარუსული კლუბის „დინამო-ბრესტის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.
როგორც ავტორიტეტული არგენტინული გაზეთი Clarin წერს, მარადონას აგენტი მატიას მორლა ორშაბათს შეხვდება დუბაიში „დინამოს“ პრეზიდენტს.
11 მაისს, ბრესტის კლუბმა დაკარგა მთავარი მწვრთნელი რადოსლავ ლატალა, რომელიც საკუთარი ნებით გადადგა პოსტიდან, რადგან მის საქმეებში კლუბის ხელმძღვანელობა ერეოდა.
მარადონას ბოლო სამუშაო ადგილი იყო კლუბი „ალ-ფუჯაირი“, საიდანაც იმის გამო წავიდა, რომ ხელმძღვანელობამ ოთხჯერ უთხრა უარი ხელფასის მომატებაზე.
შვიდი ტურის შემდეგ, „დინამო-ბრესტი“ მეშვიდე ადგილზეა ბელარუსის ჩემპიონატში.