არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი იმარჯვებს
არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, ალბერტო ფენრანდესი იმარჯვებს. ხმათა 90 პროცენტი დათვლილია და ამ მონაცემებით, ფერნანდესმა ამომრჩევლების ხმათა 48 პროცენტი მიიღო, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაურისიო მარკიმ კი 40 პროცენტი.
არგენტინის კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმათა 45 პროცენტზე მეტს მოიპოვებს.
არგენტინის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაურისიო მარკიმ ფენრანდესს გამარჯვება უკვე მიულოცა და ის საპრეზიდენტო სასახლეში მიიწვია.