არგენტინის პროკურატურა მარადონას მკურნალ ექიმებს გაუფრთხილებლობით სიციცოხლის მოსპობაში ადანაშაულებს #1TVSPORT
არგენტინის პროკურატურამ ბრალი წაუყენა მარადონას ექიმებს, რომლებიც ლეგენდარულ ფეხბურთელს მკურნალობდნენ. საუბარია სამედიცინო პერსონალის რვა წარმომადგენლის არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაზე, რაც დიოეგო მარადონას სიკვდილის მიზეზად სახელდება. ინფორმაციას გამოცემა Sportmediaset ავრცელებს.
არგენტინის პროკურატურა ექიმებს ედავება: „იმპროვიზაციების, გაუთველელი ნაბიჯებისა და არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას, უმოქმედობას ან პაციენტისადმი სასტიკ მოპყრობას“.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მარადონას სახლში და არა სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ფაქტი „აღმაშფოთებელია“.
საინტერესოა, რომ ექიმებს ასეთი მძიმე ბრალდება მარადონას გარდაცვალებიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ წაუყენეს. აქამდე საუბარი იყო ფეხბურთელის პირადი ექიმის, ლეოპოლდო დუკეს პაციენტისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზე.
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა არგენტინაში 8-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.