არგენტინის ნაკრებმა შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრებმა შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების დამრიგებელმა, ლიონელ სკალონიმ 29 ფეხბურთელი გამოიძახა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის უახლოესი მატჩებისთვის. არგენტინელები 4 ივნისს ჩილეს შეხვდებიან და 9 ივნისს – კოლუმბიას.

მეკარეები – აგუსტინ მარკეზინი (პორტუ, პორტუგალია), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), ხუან მუსო (უდინეზე, იტალია);

მცველები – ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ნიდერლანდები), ხერმან პეცელია (ფიორენტინა, იტალია), ხოსე ლუის პალომინო (ატალანტა, იტალია), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), კრისტიან რომერო (ატალანტა, იტალია), ნაუელ მოლინა (უდინეზე, იტალია), ლუკას მარტინეს კუარტა (ფიორენტინა, იტალია), ლისანდრო მარტინესი (აიაქსი, ნიდერლანდები), ხუან ფოიტი (ვილიარეალი, ესპანეთი);

ნახევარმცველები – მარკოს აკუნია (სევილია, ესპანეთი), ხოაკინ კორეა (ლაციო, იტალია), როდრიგო დე პაული (უდინეზე, იტალია), ანხელ დი მარია (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ნიკოლას დომინგესი (ბოლონია, იტალია), ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი, ინგლისი), გვიდო როდრიგესი (ბეტისი, ესპანეთი), ლუკას ოკამპოსი (სევილია, ესპანეთი), ესეკილ პალასიოსი (ლევერკუზენი, გერმანია), ლეანდრო პარედესი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი);

ფორვარდები – ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი), ემილიანო ბუენდია (ნორვიჩი, ინგლისი), ლუკას ალარიო (ლევერკუზენი, გერმანია), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ალეხანდრო გომესი (სევილია, ესპანეთი), ნიკოლას გონსალესი (შტუტგარტი, გერმანია), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია).

შესარჩევის ოთხი ტურის შემდეგ, არგენტინას 10 ქულა აქვს და ცხრილში მეორე ადგილზეა.