არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მოახლოებული კოპა ამერიკისთვის გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

სიაში 29 ფეხბურთელია და ტურნირის დაწყებამდე განაცხადს მიღმა სამი მოთამაშე დარჩება.

არგენტინის ნაკრები აშშ-ში გასამართ კოპა ამერიკამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მსოფლიოს ჩემპიონები 10 ივნისს – ეკვადორს, ხოლო 14 ივნისს გვატემალას შეხვდებიან.

კოპა ამერიკაზე არგენტინელები A ჯგუფში კანადასთან, ჩილესა და პერუსთან ერთად ითამაშებენ.

არგენტინის ნაკრების განაცხადი:

მეკარეები: ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ხერონიმო რული (აიაქსი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა).

მცველები: გონსალო მონტიელი (ნოტინგემ ფორესტი), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო), ლეონარდო ბალერდი (მარსელი), კრისტიანო რომერო (ტოტენჰემი), ხერმან პეცელა (ბეტისი), ლუკას მარტინეს კუარტა (ფიორენტინა), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი), მარკოს აკუნია (სევილია), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი), ვალენტინ ბარკო (ბრაიტონი).

ნახევარმცველები: გვიდო როდრიგესი (ბეტისი), ლეანდრო პარედესი (რომა), ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული), როდრიგო დე პოლი (ატლეტიკო), ეზეკილ პალასიოსი (ლევერკუზენი), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), ჯოვანი ლო ჩელსო (ტოტენჰემი).

თავდამსხმელები: ანხელ დი მარია (ბენფიკა), ვალენტინ კარბონი (მონცა), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ანხელ კორეა (ატლეტიკო), ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერ იუნაიტედი), ნიკოლას გონსალესი (ფიორენტინა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი).