არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე ბუენოს აირესში გარდაიცვალა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე ბუენოს აირესში გარდაიცვალა #1TVSPORT

ცნობილი არგენტინელი მეკარე, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი უგო გატი ბუენოს აირესის საავადმყოფოში გარდაიცვალა, – იტყობინება ესპანური გაზეთი AS.

ყოფილი ფეხბურთელი 80 წლის იყო.

გატი დაახლოებით ორი თვის წინ უბედური შემთხვევის გამო საავადმყოფოში მოხვდა. ამასთან დაკავშირებით მან ბარძაყზე ოპერაცია გადაიტანა. მისი მდგომარეობა ინფექციის შემდეგ გართულდა.

უგო გატი კარიერის განმავლობაში გამოდიოდა ბუენოს აირესის „ატლანტაში“, „რივერ პლეიტში“, „ხიმნასია ესგრიმაში“, „უნიონ სანტა-ფეში“ და „ბოკა ხუნიორსში“. მან ორჯერ მოიგო კოპა ლიბერტადორესი და ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი.

გატიმ 18 მატჩი ჩაატარა არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში.