არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა #1TVSPORT

„ნაპოლისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი ფორვარდი ესეკილ ლავეცი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობს.

როგორც გამოცემა El Ciudadano წერს, არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი საკუთარი ნებით აღმოჩნდა ბუენოს აირესის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სამკურნალო კურსის გასავლელად.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ლავეცი რეანიმაციაში ნარკოტიკების ზედმეტი დოზის გამო მოხვდა, მაგრამ ეს ინფორმაცია ფეხბურთელის ვაჟმა უარყო.

„მამას ყველაფერი წესრიგში აქვს, ის მკურნალობის კურსს გადის. კმარა ისეთი რამეების მოფიქრება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. არანაირი ზედმეტი დოზა არ ყოფილა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ლავეცის ვაჟმა.

დეკემბერში იტყობინებოდნენ, რომ 38 წლის ლავეცი ურუგვაის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხვდა ლავიწის ძვლის მოტეხილობისა და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობის გამო. ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილი ფეხბურთელი თავის ძმას ეჩხუბა ოჯახური კონფლიქტის დროს.