არგენტინის ნაკრების წაუგებელი სერია 35 მატჩამდე ავიდა, მესიმ ისევ დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* არგენტინის ნაკრები 35 მატჩია არ მარცხდება.
* ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებში 90 გოლი დაუგროვდა. ეს ფეხბურთის ისტორიაში მესამე შედეგია. მასზე წინ არიან ირანელი ალი დაეი – 109 გოლი და პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო – 117 გოლი.
* მესის ამ სეზონში კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ 13 მატჩში 10 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.
* მესიმ ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა დუბლი.
არგენტინა-იამაიკა 3:0 (1:0, 2:0)
გოლები: 1:0 ალვარესი (13), 2:0 მესი (86), 3:0 მესი (89)
არგენტინა: მარტინესი, მონტიელი (79. მოლინა), ოტამენდი, რომერო, ტალიაფიკო, როდრიგესი (56. ფერნანდესი), ლო ჩელსო, მაკალისტერი (72. დე პაული), დი მარია (79. მარტინესი), მარტინესი (56. მესი), ალვარესი (79. კორეა).