არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი მექსიკის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

18:08, 14.07.2019

არგენტინის ნაკრებისა და მექსიკური „ამერიკას“ ნახევარმცველი გუიდო როდრიგესი მექსიკის საფეხბურთო ლიგის 2019 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.

როდრიგესმა თავისი თანამემამულე, „მონტერეის“ ფეხბურთელი როხელიო ფუნეს მორი და „ტიგრესის“ ფრანგი თავდამსხმელი პიერ ჟინიაკი დაამარცხა.

დაჯილდოვების ცერემონიის სხვა გამარჯვებულები არიან:

აგუსტინ მარჩესინი („ამერიკა“) – საუკეთესო მეკარე
ანხელ მენა („ლეონი“) – საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი
სებასტიან ხურადო („ვერაკრუსი“) – საუკეთესო ახალბედა
პაბლო აგილარი („კრუს ასული“) – საუკეთესო მცველი

მსგავსი