არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები დი მარიას გუნდში დაბრუნებას თხოვენ #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები დი მარიას გუნდში დაბრუნებას თხოვენ #1TVSPORT

„ბენფიკას“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ 2024 წლის ზაფხულში დაასრულა კარიერა არგენტინის ნაკრებში, მაგრამ მალე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.

როგორც DSSPORTS იტყობინება, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ დი მარიას ჯერ ისევ შეუძლია დიდი სარგებლის მოტანა გუნდისთვის. ეროვნული გუნდის ლიდერებმა, მათ შორის ლიონელ მესიმ, უკვე ილაპარაკეს მასთან ამ თემაზე.

დი მარიას ჯერ არ მიუცია ზუსტი პასუხი ყოფილი პარტნიორების თხოვნაზე, მაგრამ არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ შეიძლება დაბრუნდეს ნაკრებში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მატჩებისთვის.

ასევე ცნობილია, რომ „ბენფიკას“ სურს კიდევ ერთი სეზონით დაიტოვოს დი მარია. მისი მოქმედი კონტრაქტი უახლოეს ზაფხულში იწურება.

36 წლის დი მარიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. არგენტინის ნაკრებში მან 145 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.