არგენტინის ნაკრების ექიმი - მესი კიდევ დიდი ხანი ითამაშებს
არგენტინის ნაკრების ექიმი - მესი კიდევ დიდი ხანი ითამაშებს

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ექიმმა დონატო ვილანიმ შეაფასა ეროვნული გუნდის ლიდერის ლიონელ მესის პერსპექტივები და ივარაუდა, კიდევ რამდენი ხანი შეძლებს ის უმაღლეს დონეზე თამაშს.

„მესი – შესანიშნავი პროფესიონალია, მას არასოდეს ჰქონია სერიოზული ტრავმები. ის ნორმალურ ცხოვრებას ეწევა და დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩევა. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, მესი კიდევ მრავალი წელი ითამაშებს ფეხბურთს“, – თქვა ვილანიმ.

24 ივნისს, არგენტინელ ბომბარდირს 33 წელი შეუსრულდება. მესი ესპანეთის ცხრაგზის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულია, ექვსჯერ აქვს მოპოვებული „ოქროს ბურთი“.