არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი მესის მომავალზე – უნდა ვაცალოთ მას, 2022-ში არ ვიცოდით ისევ ითამაშებდა თუ არა ის მსოფლიოზე, შემდეგ კი მისი საუკეთესო ვერსია ვიხილეთ #1TVSPORT
EAST RUTHERFORD, NEW JERSEY - JULY 19: Lionel Messi #10 of Argentina prepares for kick off before the FIFA World Cup 2026 Final match between Spain and Argentina at New York New Jersey Stadium on July 19, 2026 in East Rutherford, New Jersey. (Photo by Justin Setterfield/Getty Images)
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (AFA) პრეზიდენტმა, კლაუდიო ტაპიამ ისაუბრა ეროვნული გუნდიდან ლიონელ მესის შესაძლო წასვლის შესახებ.
„ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი გადაწყვეტილება უნდა იყოს. ყველამ უნდა ვაცადოთ მას. 2022 წელსაც არ ვიცოდით, ითამაშებდა თუ არა ის 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე. მაშინ ლეო ამბობდა, რომ მხოლოდ მომდევნო მატჩზე ფიქრობდა და, ჩემი აზრით, წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ ვიხილეთ მესის ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა საუკეთესო ვერსია.
უნდა მივცეთ მას შესაძლებლობა, გააგრძელოს ფეხბურთით სიამოვნების მიღება, შემდეგ კი თავად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც სწორად მიიჩნევს“, – განაცხადა ტაპიამ.