არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი „მანჩესტერ სიტიში“ გადადის #1TVSPORT
არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი „მანჩესტერ სიტიში“ გადადის #1TVSPORT

არგენტინული „რივერ პლეიტის“ ფორვარდი ხულიან ალვარესი „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს კარიერას.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, კლუბებმა უკვე მოილაპარაკეს 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე.

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი არგენტინელის სანაცვლოდ 18.5 მილიონ ევროს გადაიხდის.

ალვარესთან გაფორმდება ხუთწლიანი კონტრაქტი და ფეხბურთელი „რივერ პლეიტში“ იჯარით ივნისამდე ითამაშებს.

გასულ სეზონზე ალვარესი არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – მან 20 მატჩში 18 გოლი გაიტანა, რასაც ექვსი შედეგიანი გადაცემა დაუმატა.