არგენტინაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონი გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT
არგენტინაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონი გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონი არგენტინის ნაკრებში გონსალო მონტიელი სამშობლოში გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი, – წერს გამოცემა RMC Sport.

განცხადება შეიტანეს ლა-მატანსის მუნიციპალიტეტში, სადაც, სავარაუდოდ, მოხდა დანაშაული.

ინციდენტი, რომელსაც აღწერენ, როგორც ჯგუფურ გაუპატიურებას, 2019 წლის 1 იანვარს მოხდა წვეულებაზე, რომელიც მონტიელის დაბადების დღეს ეძღვნებოდა.

მსხვერპლს მცირეხნიანი ურთიერთობა ჰქონდა მონტიელთან, რომელმაც გოგონა მის ოჯახთან შესახვედრად მიიწვია და მოითხოვა, რომ ის დასწრებოდა წვეულებას ფეხბურთელის სახლში. მოდელმა, რომელიც ალკოჰოლს არ ეტანება, პოლიციას განუცხადა, რომ ორი სახის სასმელის მიღების შემდეგ გონება დაკარგა.

მსხვერპლი ამბობს, რომ იმ საღამოდან არაფერი ახსოვს, მაგრამ, როცა გამოფხიზლდა, მას უთხრეს, რომ გააუპატიურეს. ადვიკატის თქმით, გოგონამ განაცხადა, რომ ის მონტიელის სახლიდან გააგდეს და მან არ იცის, რამდენი ადამიანი მონაწილეობდამის გაუპატიურებაში.

ასევე მან მიიღო მკვლელობის ანონიმური მუქარები, თუ მომხდარი იმოქმედებს მონტიელის კარიერაზე. ერთ-ერთი მუქარის წერილი მონტიელის დედისგან იყო.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ 26 წლის მონტიელმა მატჩის შემდეგ პენალტებისას ერთ-ერთი 11-მეტრიანი გამოიყენა.