„ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ დახმარება გაუწია თავის ქვეყანას, რომელიც კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. არგენტინაში ჩაიტანეს ჰუმანიტარული დახმარება, რომლის მთავარი ტვირთია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 50 აპარატი.
არგენტინული პრესის ცნობით, მესიმ სამშობლოში ასევე გაგზავნა ექიმების დაცვისთვის საჭირო ელემენტები.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლიონელ მესი საკუთარ ქვეყანას ეხმარება. ადრე, ფეხბურთელმა ხელონური რესპირატორები გაუგზავნა ბუენოს აირესის გარახანის საავადმყოფოს.