არგენტინამ კოპა ამერიკა 2020-ის სტადიონები დაასახელა
არგენტინამ კოპა ამერიკა 2020-ის სტადიონები დაასახელა

არგენტინამ დაასახელა სტადიონები, რომლებზეც ჩატარდება 2020 წლის კოპა ამერიკას თამაშები. ტურნირი 12 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება და მას შემდეგი სტადიონები უმასპინძლებენ: „ელ სილინდრო დე აველიანედა“ (აველიანედა), „ბომბონერა“ (ბუენოს აირესი), „მარიო ალბერტო კემპესი“ (კორდობა), „იუნიკო დე სანტიაგო“ (სანტიაგო დელ ესტერო), „ბისენტენარიო“ (სან ხუანი) და „ალვინას არხენტინასი“ (მენდოსა).

გაისად კოპა ამერიკა ახალი ფორმატით არგენტინასა და კოლუმბიაში გაიმართება. „ჩრდილოეთის“ ჯგუფში ითამაშებენ: ბრაზილია, კოლუმბია, ვენესუელა, ეკვადორი, პერუ და ერთ-ერთი მიწვეული გუნდი. „სამხრეთის“ ჯგუფში იქნებიან: არგენტინა, ბოლივია, ჩილე, პარაგვაი, ურუგვაი და მეორე მიწვეული გუნდი.

2020 წლიდან, კოპა ამერიკა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება.