არგენტინამ იტალიასა და ესპანეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ასე გამოიყურება:
მეკარეები – სერხიო რომერო (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ნაუელ გუსმანი (“ტიგრესი“, მექსიკა), ვილი კაბალიერო (“ჩელსი”, ინგლისი);
მცველები – ხავიერ მასკერანო (“ჰებეი ჩაინა ფორჩუნი“, ჩინეთი), ფედერიკო ფასიო (“რომა”, იტალია), ნიკოლას ოტამენდი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), გაბრიელ მერკადო (“სევილია”, ესპანეთი), ნიკოლას ტალიაფიკო (“აიაქსი”, ჰოლანდია), რამირო ფუნეს მორი (“ევერტონი“, ინგლისი);
ნახევარმცველები – მარკოს აკუნია (“სპორტინგი“, პორტუგალია), ევერ ბანეგა (“სევილია”, ესპანეთი), ლუკას ბილია (“მილანი”, იტალია), ანხელ დი მარია (“პარი სენ-ჟერმენი”, საფრანგეთი), ლეანდრო პარედესი (“ზენიტი”, რუსეთი), მანუელ ლანცინი (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), ჯოვანი ლო სელსო (“პარი სენ-ჟერმენი”, საფრანგეთი);
ფორვარდები – ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ედუარდო სალვიო (“ბენფიკა”, პორტუგალია), დიეგო პეროტი (“რომა”, იტალია).
არგენტინის ნაკრები 23 მარტს იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს, 27 მარტს კი ესპანეთს შეხვდება.