არგენტინა უახლოეს ორ მატჩს მესის გარეშე ჩაატარებს
არგენტინა უახლოეს ორ მატჩს მესის გარეშე ჩაატარებს

არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც გამოიძახებენ უახლოეს ამხანაგურ მატჩებზე. 4 სექტემბერს, ლიონელ სკალონის გუნდი ჩილეს ნაკრებს შეხვდება, ხუთი დღის შემდეგ – მექსიკას.

ნაკრებში არ არის „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი, რომელიც სამი თვითაა დისკვალიფიცირებული სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის კრიტიკის გამო.

მესის გარეშე არგენტინის ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარეები – ესტებან ანდრადა (ბოკა ხუნიორსი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), აგუსტინ მარკესინი (პორტუ, პორტუგალია);

მცველები – ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ხერმან პეცელია (ფიორენტინა, იტალია), ლეონარდო ბალერდი (დორტმუნდი, გერმანია), მარკოს როხო (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუკას მარტინესი (რივერ პლეიტი), გონსალო მონტიელი (რივერ პლეიტი), ნიკოლას ფიგალი (ინდეპენდიენტე), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ჰოლანდია);

ნახევარმცველები – მარკოს აკუნია (სპორტინგი, პორტუგალია), ლეანდრო პარედესი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), გვიდო როდრიგესი (ამერიკა, მექსიკა), ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი, ინგლისი), ნიკოლას დომინგესი (ველეს სარსფილდი), როდრიგო დე პაული (უდინეზე, იტალია), ესეკილ პალასიოსი (რივერ პლეიტი), მატიას ზარაჩო (რასინგი), რობერტო პერეირა (უოტფორდი, ინგლისი), ლუკას ოკამპოსი (სევილია, ესპანეთი), მანუელ ლანცინი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ხოაკინ კორეა (ლაციო, იტალია), ალექსის მაკალისტერი (ბოკა ხუნიორსი);

ფორვარდი – ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ადოლფო გაიჩი (სან ლორენსო).