არგენტინა ფიფა-ს რეიტინგის ლიდერი გახდება #1TVSPORT
არგენტინა ფიფა-ს რეიტინგის ლიდერი გახდება #1TVSPORT

მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრებმა მარტში ორი ამხანაგური მატჩი მოიგო, გუნდი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის განახლებულ რეიტინგში პირველ ადგილზე გადავა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯერ პანამა დაამარცხა 2:0, შემდეგ კი დიდი ანგარიშით (7:0) მოუგო კურასაოს ნაკრებს.

განახლებული რეიტინგი 6 აპრილს გამოქვეყნდება. ამ მომენტისთვის არგენტინა მეორე ადგილზეა 1838.38 ქულით. ლიდერობს ბრაზილია, რომელსაც 1840.77 ქულა აქვს.