არდა თურანს ორი წელი მიუსაჯეს
არდა თურანს ორი წელი მიუსაჯეს

„ბარსელონას“ ფორვარდ არდა თურანს, რომელიც იჯარით „ისთანბულ ბაშაქშეჰირში“ თამაშობს, ორი წელი და რვა თვე პირობითი პატიმრობა შეეფარდა. ფეხბურთელმა თურქი მომღერალი ბერქაი შაჰინი სცემა, – ამის შესახებ იტყობინება Digi Sport. თურქმა პატიმრობა მიიღო პისტოლეტიდან სროლის, არალიცენზირებული იარაღის შენახვისა და თავდასხმის გამო.

ინციდენტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა. კონფლიქტი წარმოიშვა მას შემდეგ, რაც თურანმა ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა მომღერლის ცოლის მიმართ. შედეგად, შაჰინი საავადმყოფოში აღმოჩნდა გატეხილი ცხვირით, თუმცა ფეხბურთელმაც მიიღო გარკვეული დაზიანება.

როცა გაიგო, რომ ეს იყო მომღერლის ცოლი, თურანმა იარაღი ამოიღო და შაჰინს გადასცა. მან თხოვა მომღერალს ესროლა მისთვის პატიების ნიშნად. ეს შაჰინმა არ გააკეთა.

საბოლოოდ, სასამართლომ ფეხბურთელს პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ ეს არის პირობითი სასჯელი. თურანი „სექსუალური ზეწოლის“ მუხლით გაასამართლეს.

ბეირამ შაჰინი უკმაყოფილო დარჩა ასეთი გადაწყვეტილებით.

„ჩემი აზრით, ეს არასწორია. ის ძალიან მთვრალი და აგრესიული იყო. თუ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თურანი ისევ ჩაიდენს დანაშაულს, ის საპატიმროში აღმოჩნდება“, – თქვა შაჰინმა.