არდა თურანი „ბეშიქთაშში“ მიდის
არდა თურანი „ბეშიქთაშში“ მიდის

„ბარსელონას“ ნახევარმცველი არდა თურანი შესაძლოა, ზამთარში „ბეშიქთაშში“ სათამაშოდ გადავიდეს. 30 წლის თურქს წელს არც ერთხელ არ უთამაშია კატალონიური კლუბის შემადგენლობაში, ამიტომაც თითქმის გადაწყვეტილია, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს გუნდს.

მოლაპარაკებები თურანსა და „ბეშიქთაშს“ შორის თითქმის დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ თურქული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია გასული, სადაც მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება.
საინტერესოა, რომ არდა თურანი „ბეშიქთაშის“ პრინციპული მეტოქის – „გალათასარაის“ აღზრდილია.