არდა თურანი 16 მატჩით დასაჯეს

23:33, 10.05.2018

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, “ისთანბულ ბაშაქშეჰირის” ნახევარმცველი არდა თურანი 16 მატჩით არის დისკვალიფიცირებული თურქეთის ჩემპიონატის მატჩში მსაჯზე თავდასხმის გამო. ინციდენტი “სივასფორთან” მატჩის დროს მოხდა, – იტყობინება სააგენტო AFP.

მატჩის მიწურულს, ფეხბურთელი მთავარი მსაჯის თანაშემწესთან კამათობდა და მას ორივე ხელი უბიძგა მას შემდეგ, რაც წითელი ბარათი მიიღო.

არდა 10 მატჩით დაისაჯა არბიტრზე თავდასხმის გამო, სამი თამაშით – შეურაცხყოფისთვის და კიდევ სამით – მუქარის გამო.

გარდა ამისა, ფეხბურთელმა 9200 დოლარის ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

თურანი “ისთანბულში” იჯარის წესით გადავიდა “ბარსელონადან”. მან სტამბულურ კლუბში 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი