მადრიდის „რეალის“ ახალბედის, არდა გიულერის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ და თურქ ფეხბურთელს დაახლოებით ორი თვის გამოტოვება მოუწევს, – ამის შესახებ წერს გამოცემა Managing Madrid-ი.
18 წლის ნახევარმცველი „რეალმა“ „ფენერბახჩედან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა. ამერიკის შეერთებულ შტატებში წინასასეზონო მზადებისას არდამ ერთ-ერთ ვარჯიშზე მენისკის ტრავმა მიიღო.
გიულერს „რეალთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს.