არჩილ თალაკვაძე - სივრცე, რომელიც ადამიანებს სჭირდებათ, მანქანებმა დაიკავეს და დროა, ეს ტენდენცია შეჩერდეს
არჩილ თალაკვაძე - სივრცე, რომელიც ადამიანებს სჭირდებათ, მანქანებმა დაიკავეს და დროა, ეს ტენდენცია შეჩერდეს

თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის გადაწყობა აუცილებელია და ქალაქის მერის ქმედით ნაბიჯებს მხარს ვუჭერ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ტრაილერები ქალაქში არ უნდა მოძრაობდნენ, მათთვის შემოვლითი ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, დასუფთავების მანქანებმა გრაფიკით უნდა იმოძრაონ და სტანდარტთან მიმართებაში ტაქსების რეგისტრაცია უნდა მოხდეს.

„ყველას გვაწუხებს, რომ სივრცე, რომელიც ქვეითებს, ბავშვებს, დედებსა და ხანდაზმულ ადამიანებს სჭირდებათ, მანქანებმა დაიკავეს და  დროა, ეს ტენდენცია შეჩერდეს. ქალაქი ადამიანებს უნდა დაუბრუნდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დედაქალაქის მერის კახი კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ცენტრში სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება გარკვეული გრაფიკით მოხდება.