დედაქალაქის ცენტრში სადისტრიბუციო მანქანები გრაფიკით იმოძრავებენ
დედაქალაქის ცენტრში სადისტრიბუციო მანქანები გრაფიკით იმოძრავებენ

დედაქალაქის ცენტრში სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება გარკვეული გრაფიკით მოხდება, – ამის შესახებ ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა უკვე შედგა და დღის რომელ მონაკვეთში განხორციელდება დისტრიბუცია, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

,,შედგა შეხვედრა. ჩვენ ვესაუბრეთ სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს და სხვათა შორის ძალიან კარგი შეხვედრა იყო. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის. გარკვეული ცვლილებები განხორცილდება. თუ რა ცვლილებები და რა საათებში იმოძრავებენ სადისტრიბუციო მანქანები ქალაქის ცენტრში, ძალიან მალე, უახლოეს დღეებში გადაწყდება”,- აღნიშნა კახა კალაძემ.