არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების” მუშაობა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სკანდინავიაში აჩვენებს განსხვავებას, თუ როგორ უნდა მოიქცე, რა შეგიძლია, გააკეთო შენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის
არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების” მუშაობა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სკანდინავიაში აჩვენებს განსხვავებას, თუ როგორ უნდა მოიქცე, რა შეგიძლია, გააკეთო შენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე სკანდინავიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს პოზიტიურად აფასებს.

თალაკვაძე ეხმაურება შალვა პაპუაშვილის განცხადებას ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანნა მარინთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ფინეთის მხრიდან მხარდაჭერა აქვს.

„ძალიან პოზიტიური ვიზიტი აქვს სკანდინავიაში, ევროპაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების” მუშაობა და პარლამენტის თავმჯდომარის ეს ვიზიტი აჩვენებს განსხვავებას, თუ როგორ უნდა მოიქცე და რა შეგიძლია, გააკეთო შენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.