არჩილ თალაკვაძე - მთავრობა იქნება თუ არა კოალიციური და რა კოალიცია შედგება, დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე
არჩილ თალაკვაძე - მთავრობა იქნება თუ არა კოალიციური და რა კოალიცია შედგება, დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პროპორციული არჩევნები უშვებს კოალიციური მთავრობის შესაძლებლობას.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მთავრობის კონფიგურაცია არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული.

„პროპორციული არჩევნები თავისთავად უშვებს იმის ალბათობასაც, რომ შესაძლოა, ჩამოყალიბდეს კოალიციური მთავრობა. თუმცა, საბოლოო ჯამში მთავრობა იქნება თუ არა კოალიციური და რა კოალიცია შედგება, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მივდივართ იქითკენ, რომ ახალი საარჩევნო წესების შემოღების გზით, ქვეყანას ისტორიაში პირველად ჰყავდეს კოალიციური მთავრობა“.