სალომე ზურაბიშვილი - მივდივართ იქითკენ, რომ ახალი საარჩევნო წესების შემოღების გზით, ქვეყანას ისტორიაში პირველად ჰყავდეს კოალიციური მთავრობა
სალომე ზურაბიშვილი - მივდივართ იქითკენ, რომ ახალი საარჩევნო წესების შემოღების გზით, ქვეყანას ისტორიაში პირველად ჰყავდეს კოალიციური მთავრობა

ვეცდებით, 2020 წლისათვის დავხვეწოთ საარჩევნო სისტემა, უნდა ვეცადოთ, ამ მხრივაც დავაკმაყოფილოთ ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

„პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციონალური რეფორმები. ამას დასჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა, პრაქტიკული დახმარება ევროკავშირიდან და მისი წევრი ქვეყნებიდან. არსებობს სამი მიმართულება. მიმდინარეობს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და საქართველოში უკვე მომწიფდა სიტუაცია დამოუკიდებელი, სრულიად გამჭირვალე სასამართლო სისტემის შექმნისთვის, რომელიც კანონის უზენაესობის პრინციპით იმუშავებს. ეს იქნება თვითონ სამთავრობო ინსტიტუციების გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა და ანგარიშგება ხალხის წინაშე და ერთიანობა პოლიტიკურ სივრცეში. ეს იყო ჩემი ლოზუნგი, ჩემი პრეზიდენტად არჩევის პირველივე დღიდან, მმართველი პარტიის ძალისხმევის გაძლიერება, რათა გადავლახოთ ის ნიშნულები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს წინსვლისთვის და ჩვენი პარლამენტი, რომელშიც უნდა გაძლიერდეს სწრაფვა საბჭოთა მემკვიდრეობის გადალახვისათვის. ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ქვეყანას ისტორიაში პირველად ჰყავდეს კოალიციური მთავრობა ახალი საარჩევნო წესების შემოღების გზით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ 2020 წლისათვის დავხვეწოთ საარჩევნო სისტემა. უნდა ვეცადოთ, დავაკმაყოფილოთ ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები ამ მხრივაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.