არჩილ თალაკვაძე - მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი კანონის შესაბამისად უნდა წარიმართოს
არჩილ თალაკვაძე - მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი კანონის შესაბამისად უნდა წარიმართოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი კანონის შესაბამისად უნდა წარიმართოს.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას გამოეხმაურა.
„უმრავლესობის პოზიციაა, რომ პროცესი კანონის შესაბამისად უნდა წარიმართოს. კანონი პროკურორის შერჩევის პროცედურას არეგულირებს, სადაც მონაწილეობენ არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, არამედ საპროკურორო საბჭო, სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობა და პარლამენტი. როცა კანდიდატურა პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, მზად ვართ, საკითხზე ვიმსჯელოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესი შეაჩეროს.

დღეისთვის, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 15 კანდიდატურაა წარდგენილი: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მაია ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, გიორგი შაშიაშვილი, ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე, შალვა თადუმაძე, ირაკლი ნადარეიშვილი და შალვა შავგულიძე. საპროკურორო საბჭოს ინფორმაციით, კიდევ ერთმა კანდიდატმა, მთავარი პროკურორის მოქმედმა მოადგილე გიორგი გოგაძემ, თავისი კანდიდატურა 22 ივნისს მოხსნა.