არჩილ თალაკვაძე - მჯერა, რომ ენგურის ხიდზე მოძრაობის ცალმხრივად ჩაკეტვის საკითხი ძალიან მოკლე დროში გადაწყდება 
არჩილ თალაკვაძე - მჯერა, რომ ენგურის ხიდზე მოძრაობის ცალმხრივად ჩაკეტვის საკითხი ძალიან მოკლე დროში გადაწყდება 

საქართველო არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მოძრაობის ცალმხრივად ჩაკეტვის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე რეაგირება მყისიერად მოხდა.

„შესაძლებლობა სადაც გვაქვს, ყველა ფორმატში, რომ საკითხი მოვაგვაროთ, დაწყებულია რეაგირება. საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკაში. მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები განათლების, ეკონომიკისა და სხვა ყველა მნიშვნელოვან სფეროში არ დაზარალდეს პოლიტიკური პროცესებისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო. ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ ოკუპაცია განაპირობებს ძალიან ბევრ დარღვევებს. ბოლო წლების განმავლობაში არის ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები, მათ შორის პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ ყველა შესაძლო ფორმატში საქართველო აყენებს ამ პასუხისმგებლობებს და ითხოვს ამასთან დაკავშირებით რეაგირებას. მარტო არ დავრჩებით ამ საკითხების მოგვარებასთან. ჩვენთან ერთად არიან ჩვენი პარტნიორები და მჯერა, რომ ძალიან მოკლე დროში ეს საკითხიც გადაწყდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მოძრაობა 27 ივნისს ცალმხრივად ჩაკეტა.