არჩილ თალაკვაძე - ხვალინდელი ყრილობა კამერულ სამუშაო ვითარებაში ჩატარდება
არჩილ თალაკვაძე - ხვალინდელი ყრილობა კამერულ სამუშაო ვითარებაში ჩატარდება

პარტია „ქართული ოცნების“ ხვალინდელ ყრილობას სამუშაო დატვირთვა აქვს და კამერულ სამუშაო ვითარებაში ჩატარდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყრილობაზე არჩეულ იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.

„ხვალ თბილისში გაიმართება ჩვენი პარტიის ყრილობა, ავირჩევთ პარტიის ახალ თავმჯდომარეს და დავამტკიცებთ პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. ყრილობას აქვს მხოლოდ სამუშაო დატვირთვა, მას დაესწრებიან მხოლოდ დელეგატები და ჩატარდება კამერულ სამუშაო ვითარებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ მედიას  ყრილობაზე განხილული საკითხების და კენჭისყრის შედეგების შესახებ სრული ინფორმაცია ექნება.

ამასთან, მისი თქმით, პარტიის არსებულმა პოლიტსაბჭომ უკვე იმსჯელა პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობაზე.

„პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობაზე უკვე იმსჯელა დღეს არსებულმა პოლიტსაბჭომ. შესაბამისად, ეს შემადგენლობა უკვე ფორმალურად არის წარდგენილი ყრილობის წინაშე და ხვალ ყრილობის დელეგატები დაამტკიცებენ განახლებულ შემადგენლობას“, – განაცხადა დეპუტატმა.

როგორც არჩილ თალაკვაძე განმარტავს, ყრილობის პირველი ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა, სადაც მდივანი შეირჩევა და დღის წესრიგი დამტკიცდება, ხოლო მეორე ნაწილში დაგეგმილია პარტიის ლიდერების გამოსვლა, ასევე, აირჩევა პარტიის ახალი თავმჯდომარე და დამტკიცდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობა ხვალ მთაწმინდის პარკში, „ანდერვილიშიგაიმართება.