არჩილ თალაკვაძე – ხელისუფლებამ თანმიმდევრულად იმუშავა ვაქცინის მისაღებად და შედეგიც გვაქვს, ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ეკონომიკის გახსნაზე

21:52, 30.01.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთავრობას უკვე დაუდასტურა ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და საქართველო თებერვალში მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას, რომელიც აკრედიტებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პირველ რიგში მოხდება იმ ადამიანთა ვაქცინაცია, რომლებიც „კოვიდ-19“-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.

„ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სულ მცირე 60% აიცრას – ეს დაგვიცავს მომავალში ვირუსის ფართო გავრცელებისგან. ვაქცინაცია პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების დაბრუნებასთან, შეზღუდვების მოხსნასთან. ხელისუფლებამ ძალიან თანმიმდევრულად იმუშავა ვაქცინის მისაღებად და შედეგიც გვაქვს – მე დარწმუნებული ვარ, ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს საზოგადოების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის გახსნაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი