არჩილ თალაკვაძე - კახა კალაძის გადაწყვეტილება გენგეგმასთან დაკავშირებით სამართლიანი და შედეგზე ორიენტირებულია
არჩილ თალაკვაძე - კახა კალაძის გადაწყვეტილება გენგეგმასთან დაკავშირებით სამართლიანი და შედეგზე ორიენტირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას ოქროს შუალედს უწოდებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქალაქის მერის წინადადება სამართლიანი და შედეგზე ორიენტირებულია.

„კახა კალაძის გადაწყვეტილება იმ ოქროს შუალედშია, რომელიც დედაქალაქის ინტერესებს, მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და გენგეგმაზე მომუშავე ადამიანების გაწეულ შრომასაც ითვალისწინებს. მისი წინადადება აბსოლუტურად სამართლიანია და საბოლოო შედეგზეა ორიენტირებული. ვეღარავის დარჩება პრეტენზია, რომ მერიამ რაიმე შესაძლებლობა არ გამოიყენა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე, მერიის წარმომადგენლებთან ერთად დღეს კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მერმა განაცხადა,  „სითი ინსტიტუტმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა პირველ ივნისამდე უნდა დაასრულოს.