არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, ერეკლე კუხიანიძე გააკეთებს განმარტებებს და ახსნის, რა იყო მისი ემოციური განცხადების საფუძველი, რომელსაც ნამდვილად არ მივესალმები
არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, ერეკლე კუხიანიძე გააკეთებს განმარტებებს და ახსნის, რა იყო მისი ემოციური განცხადების საფუძველი, რომელსაც ნამდვილად არ მივესალმები

ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერანაირად ვერ იქნება ხელისუფლების პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ უპასუხა მედიის კითხვას „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან.

„მისი ოჯახის წევრები, მეუღლე და შვილები აკეთებენ ყველაფერს და ეს დიდ პატივისცემას იმსახურებს. ეს არის მთელი საზოგადოების რეაქცია და მივესალმები, რომ დღეს საზოგადოება დგას ერთად. თუ ვინმეს ამ საკითხზე აქვს განსხვავებული ინტერპრეტაცია, კიდევ ერთხელ – ნამდვილად არ მივესალმები სხვა ინტერპრეტაციებს. ბატონი ერეკლეს პოზიცია ვერანაირად ვერ იქნება ხელისუფლების პოზიცია, მით უმეტეს ჩემი ან ჩემი მეგობრების პოზიცია. იმედი მაქვს, ის გააკეთებს განმარტებებს და გარკვეულწილად ახსნის, თუ რა იყო მისი ემოციური განცხადების საფუძველი, რომელსაც მე ნამდვილად არ მივესალმები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.