არჩილ თალაკვაძე - გვაქვს კონსულტაციები მთავრობის ხელმძღვანელთან, გვექნება საშუალება, რომ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მოვუსმინოთ
არჩილ თალაკვაძე - გვაქვს კონსულტაციები მთავრობის ხელმძღვანელთან, გვექნება საშუალება, რომ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მოვუსმინოთ

ჩვენ გვაქვს კონსულტაციები მთავრობის ხელმძღვანელთან, მთავრობასთან და გვექნება საშუალება რომ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას მოვუსმინოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის მოწვევასთან დაკავშირებით ოპოზიციურ ფრაქციების გაგზავნილი აქვთ ინტერპელაციის მოთხოვა და ამას პრემიერ-მინისტრი უპასუხებს.

„მსჯელობას და დისკუსიას მხოლოდ მივესალმებით, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები მთავრობის ხელმძღვანელთან, მთავრობასთან, გვექნება საშუალება, პრემიერ-მინისტრს და მთავრობას მოვუსმინოთ მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებით, იმ ღონისძიებებზე, რაც გატარდა, ასევე იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში იქნება მნიშვნელოვანი. რაც შეეხება მოწვევას, როგორც ვიცი, ოპოზიციურ ფრაქციას აქვს გაგზავნილი ინტერპელაციის მოთხოვნა, ასე რომ ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გიპასუხებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრი პარლამენტი აუცილებლად უნდა მივიდეს და ოპოზიციის კითხვებს უპასუხოს.