გიგი წერეთელი - ვითხოვთ, უახლოეს პერიოდში მობრძანდეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში, რათა შედგეს მსჯელობა და ოპოზიციამ თქვას თავისი სათქმელი 
გიგი წერეთელი - ვითხოვთ, უახლოეს პერიოდში მობრძანდეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში, რათა შედგეს მსჯელობა და ოპოზიციამ თქვას თავისი სათქმელი 

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში უნდა მივიდეს.

გიგი წერეთელმა პარლამენტის ბიუროს წევრებს მიმართა კითხვით, აპირებენ თუ არა პრემიერ-მინისტრის მოწვევას.

„პრემიერ-მინისტრი არ მოსულა პარლამენტში. იყო ამის მოთხოვნა. ვაპირებთ თუ არა, აპირებს თუ არა ბიურო, პარლამენტი მოიწვიოს პრემიერ-მინისტრი, რადგან ბევრი კითხვაა, რომელიც გვინდა, დავუსვათ და მივიღოთ სწორედ პრემიერ-მინისტრისგან პასუხი და არა თანამშრომლებისგან ან სხვა პირებისგან. ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ უახლოეს პერიოდში მობრძანდეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში, აღვასრულოთ ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც აქვს პარლამენტს. ბატონო არჩილ, ვიცით რა ხდება მსოფლიოში, პარლამენტმა უნდა მოახერხოს და განახორციელოს საზედამხედველო ფუნქცია. აქ ხომ არ არის საუბარი ვინმეს შეურაცხყოფის მიყენებაზე ან რაღაცის მოწყობაზე. აქ არის მსჯელობაზე საუბარი, რათა ამ მსჯელობაში რაღაცა სათქმელი ითქვას ოპოზიციის კრიტიკული სათქმელი, თუ ვინმე მოისმენს, მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღებს და გაითვალისწინებს, თუ არ მიიღებს, ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.