არჩილ თალაკვაძე - ეს განცხადება არ უხდებოდა დავით უსუფაშვილს ან დავით უსუფაშვილი არ უხდებოდა ამ განცხადებას
არჩილ თალაკვაძე - ეს განცხადება არ უხდებოდა დავით უსუფაშვილს ან დავით უსუფაშვილი არ უხდებოდა ამ განცხადებას

დავით უსუფაშვილმა თავისი განცხადებით, საკუთარ წარსულ საქმიანობას ჩრდილი მიაყენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო და არ არის კარგი, რომ იერიში პარლამენტზე მიიტანა.

„რბილად რომ ვთქვათ, ეს განცხადება არ უხდებოდა დავით უსუფაშვილს ან დავით უსუფაშვილი არ უხდებოდა ამ განცხადებას. მან არა მხოლოდ ირაკლი კობახიძეზე, არამედ მთლიანად ჩვენს გუნდზე მიიტანა იერიში და პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე გააკეთა ეს განცხადებები. ვფიქრობ, უსუფაშვილს შესაძლოა, არ სიამოვნებს, რომ ირაკლი კობახიძემ დაიწყო და დათქმულ ვადებში ბოლომდე მიიყვანა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც დადებითად შეაფასა ვენეციის კომისიამ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დავით უსუფაშვილმა განცხადება გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ადმინისტრაციულ-სახელისუფლებო წონის მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა განვალაგოთ“.