არჩილ თალაკვაძე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ნატო-ში გაწევრიანება არ ეხება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სისტემას, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას
არჩილ თალაკვაძე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ნატო-ში გაწევრიანება არ ეხება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სისტემას, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას

საქართველოს საერთაშორისო და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამის დასტური გახლავთ, რომ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა უშუალოდ იმ საერთაშორისო ფორმატებში, რომელიც საქართველოს ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასავლელმა პარტნიორებმა სწორედ საქართველო დაინახეს რეგიონში აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, სტაბილურობის, მშვიდობის და უსაფრთხოების მთავარ მედიატორად.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგარეო პოლიტიკისთვის და პოლიტიკური ცხოვრებისთვის ამ რეგიონში, რომ დასავლელმა პარტნიორებმა სწორედ საქართველო დაინახეს რეგიონში, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, სტაბილურობის, მშვიდობის და უსაფრთხოების მთავარ მედიატორად. რა თქმა უნდა, საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ნატო-ში გაწევრიანება არ ეხება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სისტემას, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას. ამ მიმართულებით ხელისუფლებამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ამ წლების განმავლობაში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ პარტნიორები საქართველოს მაღალ შეფასებას აძლევენ“, – განაცხადა თალაკვაძე.

ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისადმი.

დატოვე კომენტარი