არჩილ თალაკვაძე - ჩვენს გეგმებში არ შედის, რომ რუსეთმა გააფართოოს თავისი ზეგავლენა თბილისში ან საქართველოს რეგიონებში
არჩილ თალაკვაძე - ჩვენს გეგმებში არ შედის, რომ რუსეთმა გააფართოოს თავისი ზეგავლენა თბილისში ან საქართველოს რეგიონებში

ჩვენ ვმუშაობთ დეოკუპაციისთვს, ვმუშაობთ რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე საუბარისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ხელისუფლების გეგმებში არ შედის, რომ რუსეთმა გააფართოოს თავისი ზეგავლენა საქართველოზე.

„მე არ მაქვს ასეთი ოფიციალური ინფორმაცია, რომ რაიმე ცენტრის გახსნა იგეგმება. მინდა დაგარწმუნოთ ასი პროცენტით, რომ ასეთი გეგმა არ აქვს არც ერთ სახელისუფლებო სტრუქტურას და პოლიტიკურად ჩვენი კურსი ცნობილია. ჩვენ ვმუშაობთ დეოკუპაციისთვს, ვმუშაობთ რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, არანაირად ჩვენს გეგმებში არ შედის, რომ რუსეთმა გააფართოოს თავისი ზეგავლენა რაიმე სახით თბილისში ან საქართველოს რეგიონებში.

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება და დარწმუნებული ვარ, 21-ე საუკუნეში ამ დროსთან და განვითარებასთან შეუთავსებელი მავთულხლართის კედლებიც მალე დაინგრევა და აღვადგენთ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას. ვიდრე დეოკუპაცია არ მოხდება და რუსეთი საქართველოდან არ გაიყვანს თავის ჯარისკაცებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობა არ იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა  „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში 29 ნოემბერს განაცხადა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. საკითხთან დაკავშირებიტ განმარტება გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემაც.