არჩილ თალაკვაძე - ანა დოლიძის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის კომპეტენციაა
არჩილ თალაკვაძე - ანა დოლიძის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის კომპეტენციაა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის საკითხის სამართლებრივი შეფასება და მიზანშეწონილობის კუთხით გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, ეს საკითხი პრეზიდენტის დისკრეციის სფეროა და პარლამენტი რამე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვერ უკარნახებს და შესთავაზებს ვერც საზოგადოებას და ვერც დაინტერესებულ მხარეებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. სანჭო შესაბამის მიმართვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უახლოეს დღეებში გაუგზავნის.